Friday, June 29, 2018

დღე 9. კურსის რეფლექსია

დავასრულეთ  პროექტები.  გავაკეთეთ  პრეზენტაციები   და  გავაკეთეთ  ურთიერთშეფასებები.პროექტი იყო ჩემთვის ძალზე  საინტერესო და ინფორმაციული, ბევრი  ისეთი რამ შევისწავლე, რასაც  ხშირად გამოვიყენებ  მოსწავლეთა  მოტივაციის ასამაღლებლად, რაც  მოგეხსენებათ  თითოეული მასწავლებლის  უპირველესი მოვალეობაა. 

განსაკუთრებით  მინდა  აღვნიშნო, რომ შემხვდა  საუკეთესო ჯგუფი  და  საუკეთესო   ტრენერი.  კოლეგების  პრეზენტაციისას  იმდენად  ბევრი და  ფართო სპექტრის  საკითხები იყო  წარმოდგენილი, რომ   თითოეული ჩვენგანი  აღფრთოვანებას  ვერ მალავდა(  გირჩევთ  გაეცნოთ  ბლოგებზე ატვირთულ მასალას).  მადლობა  ჯგუფის წევრებს  საინტერესო  ინფორმაციისტვის და  საუკეთესო პრეზენტაციისთვის.  ჩემო კარგებო, თქვენი სახით საიმედო  ამხანაგები შევიძინე.

  აუცილებლად  უნდა  აღვნიშნო, რომ  ჩვენს  მოტივაციაშიც, ჩვენს  ურთიერთდა მოკიდებულებაში და რაც მთავარია  ამხელა ინფორმაციის  შეთვისებასა და გამოყენების პერსპექტივაში  უდიდესი  დამსახურება  მიუძღვის  ქ-ნ ლიას, რომელიც  დაუზარებლად  პასუხობდა  ჩვენს კითხვებს,  დამატებითაც  მუშაობდა  ჩვენთან ერთად  საჭიროების შემთხვევაში  და  გვეხმარებოდა  თავის  დროის  და  ენერგიის  დაზოგვის  გარეშე.   მადლობა  ქ-ნ ლიას, ანუ  სიყვარულით ლიკას   , რომელსაც აგრეთვე  ჩემს  მეგობრად   მოვიაზრებ  მომავალში.

Saturday, June 23, 2018

დღე 8

საინტერესოდ ვიმუშავეთ  პროცედურებზე ,  ფასილიტაციაზე  და მენეჯმენტზე. ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა და   დრეს  ტავი მოვუყარეტ ჩვენს  ნამუშევარს. რთულად და საინტერესოდ დატვირთული დღე იყო. მადლობა ქ-ნ ლიას და კოლეგებს.

Friday, June 22, 2018

დღე 7

დღეს გავეცანით დიფერენცირებული სწავლების  ნიმუშებს.  შევქმენით  სპეციალური დავალებები სსმ და ნიჭიერი მოსწავლეებისთვის. ტრენერმა გვაჩვენა პრეზენტაცია   მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ.  საინტერესო დღე იყო.  მადლობა ყველას.

Sunday, June 17, 2018

დღე 6

ძირითადი სამუშაო იყო წინა დღეს შექმნილი მოსწავლეთა   დავალებების   შეფასების რუბრიკის შექმნა. გავეცანით  რუბრიკის ნიმუშებს, შეფასების ტიპებს და ჩვენს მიერ არჩეული (  ან ჩასწორებული, ან დამოუკიდებლად შექმნილი )  ნიმუშის მიხედვით  შევაფასეთ დავალებები. ძალიან საინტერესო და მომავალში გამოსადეგი ინფორმაციით დავიტვირთეთ.  მადლობა ტრენერს მოწოდებული მასალისათვის და კოლეგებს  ინფორმაციის გაზიარებისათვის.

Saturday, June 16, 2018

დღე 5

  გავეცანით ინტერნეტის გამოყენებას მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესში. შევიტყვეთ სხვადასხვა საძიებო სისტემების შესახებ. ტრენერმა გაგვაცნო ინფორმაცია საავტორო უფლებების შესახებ და როგორ უნდა დავიცვათ ისინი. შევქმენით მოსწავლეთა დავალებები და პრაქტიკულად განვახორციელეთ ტრენინგის დროს მიღებული ცოდნა. 

დღე 4



სამწუხაროდ  მე-4 დღე  გამოვტოვე  ექსკურსიის გამო. თუმცა კოლეგებისგან შევიტყე, რომ საინტერესო ინფორმაციაზე უმუშავიათ  ძირითადად შეფასებებზე. ცხადია  შევეცდები ნელ-ნელა ავანაზღაურო  გამოტოვილი ინფორმაცია, რადგან დავინტერესდი ამ მასალით.

Saturday, June 9, 2018

დღე 3

დღეს შევიმუშავეთ  სტადარტები და ვიმუშავეთ  მიმართულებების საკვანძო საკითხებზე/. ეს იყო სიახლე  ჩემთვის საინტერესო იყო, როგორ გაგვემიჯნა ერთმანეთისაგან  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.  გვქონდა  საინტერესო ჯგუფური მუშაობა.
  მადლობა ქ-ნ ლიას  აქტიური და დაუზარებელი  დახმარებისათვის.