დავასრულეთ პროექტები. გავაკეთეთ პრეზენტაციები და გავაკეთეთ ურთიერთშეფასებები.პროექტი იყო ჩემთვის ძალზე საინტერესო და ინფორმაციული, ბევრი ისეთი რამ შევისწავლე, რასაც ხშირად გამოვიყენებ მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად, რაც მოგეხსენებათ თითოეული მასწავლებლის უპირველესი მოვალეობაა.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ შემხვდა საუკეთესო ჯგუფი და საუკეთესო ტრენერი. კოლეგების პრეზენტაციისას იმდენად ბევრი და ფართო სპექტრის საკითხები იყო წარმოდგენილი, რომ თითოეული ჩვენგანი აღფრთოვანებას ვერ მალავდა( გირჩევთ გაეცნოთ ბლოგებზე ატვირთულ მასალას). მადლობა ჯგუფის წევრებს საინტერესო ინფორმაციისტვის და საუკეთესო პრეზენტაციისთვის. ჩემო კარგებო, თქვენი სახით საიმედო ამხანაგები შევიძინე.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მოტივაციაშიც, ჩვენს ურთიერთდა მოკიდებულებაში და რაც მთავარია ამხელა ინფორმაციის შეთვისებასა და გამოყენების პერსპექტივაში უდიდესი დამსახურება მიუძღვის ქ-ნ ლიას, რომელიც დაუზარებლად პასუხობდა ჩვენს კითხვებს, დამატებითაც მუშაობდა ჩვენთან ერთად საჭიროების შემთხვევაში და გვეხმარებოდა თავის დროის და ენერგიის დაზოგვის გარეშე. მადლობა ქ-ნ ლიას, ანუ სიყვარულით ლიკას , რომელსაც აგრეთვე ჩემს მეგობრად მოვიაზრებ მომავალში.
ქალბატონო მარინა წარმატებებს გისურვებთ,ნამდვილად კარგი ჯგუფი შედგა იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით
ReplyDeleteმადლობთ, ქალბატონო მარინა. წარმატებები!!!
ReplyDelete